Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | SOCAR -ი ყულევის ნავთობტერმინალის სიმძლავრის გაზრდას გეგმავს
GBC news
15 January 2015, 14:13

თბილისი (GBC) - SOCAR -ი ყულევის ნავთობტერმინალის სიმძლავრის გაზრდას გეგმავს.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას დაგეგმილი აქვს სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტების მიღების, შენახვისა და გადაზიდვისთვის ახალი კომპლექსის მშენებლობა.

„ნავთობისა და გაზის რეგიონალური და საერთაშორისო ბაზრის განვითარების ტენდენციის გათვალისწინებით, ყულევის ნავთობტერმინალის ხელმძღვანელობა მუდმივად განიხილავს შესაძლებლობას გაზარდოს სხვადასხვა სატრანსპორტო სახით მიღებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მოცულობა, რომლის მიზანიც რეგიონში, ტერმინალის კონკურენტუნარიანობის გაზრდაა", - ნათქვამია კომპანიის მენეჯმენტის განცხადებაში.

მათი ინფორმაციით უკვე მომზადებულია პროექტი, რომელიც დამატებითი სარეზერვუარო პარკის მშენებლობას ითვალისწინებს.  

კომპლექსით გათვალისწინებული იქნება ბენზინის, ნავთობის, ნახშირწყალბადების კონდესანტების, დიზელისა და საავიაციო ნავთის მიღება-შენახვა-გადაზიდვაზე. ის იქნება გათვლილი, როგორც ექსპორტზე ასევე იმპორტზე. კომპლექსის ტვირთბრუნვის მოცულობა წელიწადში დაახლოებით, 1,5 მლნ ტონა იქნება.

პროექტი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით არის მომზადებული და უახლესი ტექნოლოგიური მოწყობილობების გამოყენებას ითვალისწინებს. დაგეგმილია 5 რეზერვუარის მშენებლობა, რომელთა საერთო მოცულობა 70 000 კუბ.მეტრი იქნება, ასევე გათვალისწინებულია ორმხრივი სარკინიგზო მაგისტრალის არსებობა, სადაც ერთდროულად მოხდება 26 სარკინიგზო ცისტერნის ჩამოტვირთვა/დატვირთვა. 

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ამ პროექტის განხორციელებით მნიშვნელოვნად გაფართოვდება ტერმინალის მოცულობა და მას შესაძლებლობას მისცემს იყოს მოქნილი ნავთობნედლეულის ბაზრის მოთხოვნებზე. 

შეგახსენებთ, რომ ყულევის ნავთობტერმინალი ექსპულატაციაში 2008 წლის მაისში გაეშვა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის წინაშე აღებული ვალდებულებით, SOCAR -მა ყულევში 2019 წლის 27 ივნისამდე კარბამიდის ქარხანა, მანამდე კი, 2016 წლის 1 სექტემბრამდე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა უნდა აამოქმედოს.

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი